კამარუ უსმანი საშუალო წონით დივიზიონში გადასვლას არ გამორიცხავს 
კამარუ უსმანი საშუალო წონით დივიზიონში გადასვლას არ გამორიცხავს 

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის (welterweight) ჩემპიონმა კამარუ უსმანმა დაასახელა ის პირობები, რის შემთხვევაშიც ის დივიზიონს შეიცვლის და საშუალო წონაში (middleweight) ცდის ჩემპიონის ქამრის მოპოვებას.

ნიგერიელმა გასულ კვირას უკვე მესამედ დაიცვა ტიტული. კამარუმ ყოფილი თანაგუნდელი გილბერტ ბერნსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. უსმანისთვის ეს კარიერაში ზედიზედ მე-17 გამარჯვება იყო.

ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში „ნიგერიელმა ღამის კოშმარმა” საშუალო წონით დივიზიონში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„დიახ მე ვუშვებ ასეთ შესაძლებლობას. თუ იზი (ისრაელ ადესანია) ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში დამკვიდრდება და საშუალოში აღარ იბრძოლებს, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვცდი მეორე ქამრის მოგებსასაც. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ადესანიასთან ბრძოლით დაინტერესებული არ ვარ. მირჩევნია აფრიკას ორი ჩემპიონი ჰყავდეს. თანაც მარტში (ნგანუ ვს. მიოჩიჩი) აფრიკელებს კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლებათ ფრენსისის სახით.” – განაცხადა უსმანმა.