კიდევ ერთი გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა #1TVSPORT
კიდევ ერთი გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილმა კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა.

ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სამი რაუნდის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, მერაბ დვალიშვილმა ურთულესი მეტოქე ქულებით დაამარცხა.

ორთაბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მერაბმა მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„მე ლეგენდასთან ვიჩხუბე, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, საოცრად თავმდაბალია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“.

ამგვარად, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, განახლებულ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს და ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდება .

ქართველმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარ დივიზიონში ნებისმიერ მეტოქეს შეხვდეს, საკუთარი მეგობრის, ალჯემაინ სტერლინგის გარდა: „ჩვენ ძმები ვართ და ერთმანეთთან არ ვიჩხუბებთ!“