სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო დასახლების, ჯავახეთის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.