სამგორის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია

19:16, 28.08.2022

სამგორის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სამგორში ცეცხლი მეორად საბურავებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი