სამგორის რაიონში ხანძარია

18:38, 28.08.2022

სამგორის რაიონში ხანძარია. ცეცხლი მეორად საბურავებს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან და ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

მსგავსი