სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეული ნიმუშებიდან კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეული ნიმუშებიდან კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოკვლეული ნიმუშებიდან კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ოთხი ოკუპირებულ აფხაზეთს, კერძოდ, სოფელ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, ერთი პირიც ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი ოთხი ახალი შემთხვევა ფოთში დაფიქსირდა, მათგან ერთი გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი, ერთი ოჯახის წევრი. ოთხივე მათგანი ბათუმის კლასტერიდან არის.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 691 პირს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება. ამ დროისთვის 500 ტესტის პასუხია ცნობილი, საიდანაც 491 უარყოფითია და ცხრა დადებითი.

ამასთან, თორიას განცხადებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 123 ადამიანი რჩება. რაც შეეხება რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 60 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 10 გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.