სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლები შეასრულა [ვიდეო]
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა.
საპატრიარქო გუნდის კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.
როგორც ცნობილია, კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სიქსტის კაპელაში ქართველებმა პირველად იმღერეს.
საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.