სამების საკათედრო ტაძარში თამაზ ჭილაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში ქართველი კლასიკოსი მწერლისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
თამაზ ჭილაძეს დღეს ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
რუსთაველის, სახელმწიფო და კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის ლაურეატი არაერთი პოეტური კრებულის ავტორია, რომელიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
მის პიესებს სხვადასხვა თეატრში დგამდნენ რეჟისორები: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე და სხვები.
თამაზ ჭილაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ჟურნალს, იყო მწერალთა კავშირის მდივანი.