სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება
სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება

სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულადება. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავს. რიტუალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მესაყდრე შიო ატარებს.

გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, მესაყდრე შიო სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. გარდამოხსნას ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს.

მსახურების შემდეგ ტაძარში საგალობელი „ღვთისმშობლის დატირება“ შესრულდება.