სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების წინასადღესასწაულო ლოცვა აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.
ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს.
ფერისცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო, 19 აგვისტო, პატრიარქის კურთხევით, თევზით ხსნილი იქნება.