სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების წინასადღესასწაულო ლოცვა აღევლინება

19:09, 18.08.2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს.

ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს.

ფერისცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო, 19 აგვისტო, პატრიარქის კურთხევით, თევზით ხსნილი იქნება.

მსგავსი