სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკიდა შენობის სასხვენო გადახურვას, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
ხანძარმა ფოიე და ათზე მეტი სამუშაო კაბინეტი დააზიანა.
ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობდა. განხორციელდა შენობის სრული ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ცეცეხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.