სოჭში სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს
მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელენე ქებაძემ ფინალური შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ანჟელა გასპარიანთან გაფრთხილებით 0:1 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ვერცხლის მედალი ასევე მოიპოვა 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ლორიაშვილმა.
მესამე საპრიზო ადგილებზე კი ნინო ოძელაშვილი (72 კგ), თორნიკე ჭოველიძე (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (მძიმე) გავიდნენ.