სამბომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მუდმივი აღიარება მოიპოვა #1TVSPORT
სამბომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მუდმივი აღიარება მოიპოვა #1TVSPORT

სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მუდმივი აღიარება მოიპოვა. ეს გადაწყვეტილება დღეს ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

სამი წლის წინ სამბოს საერთაშორისო ფედერაციას დროებითი აღიარების სტატუსი მიენიჭა და ეროვნული და კონტინენტური ფედერაციების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ფედერაციამ მიიღო მუდმივი აღიარების სტატუსი. ეს კიდევ ერთი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა სახეობა სამბო ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანონ.