ავთანდილ ცინცაძე კვლავ სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია
ავთანდილ ცინცაძე კვლავ სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია

საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის საარჩევნო – საანგარიშო ყრილობა დღეს გაიმართა.

პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ავთანდილ ცინცაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. საანგარიშო მოხსენების წარდგენის შემდეგ, დელეგატებმა მოქმედი თავკაცის ავთანდილ ცინცაძის მხარდაჭერა ერთხმად გამოხატეს და ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ საქართველოს სამბოს ფედერაციას უხელმძღვანელებს.

სამბოს ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად სოსო ლიპარტელიანი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად გიორგი გურულიშვილი, ირაკლი კენჭიაშვილი და დავით ხაჩიძე აირჩიეს, ფედერაციის გენერალურ მდივნად გაბრიელ ბარჯაძე იმუშავებს.