ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა | სამბო

14:44, 09.11.2019

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 57კგ. წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მეექვსედ მოიპოვა.

ქართველმა სამბისტმა ფინალში რუსი სპორტსმენი საიან ხერტეკი დაამარცხა.

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება და ჯერჯერობით ქართველების მონაგარი ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს ერთი მედალია.

 

 

მსგავსი