სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 57კგ. წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მეექვსედ მოიპოვა.
ქართველმა სამბისტმა ფინალში რუსი სპორტსმენი საიან ხერტეკი დაამარცხა.
სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება და ჯერჯერობით ქართველების მონაგარი ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს ერთი მედალია.