არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს

ვახტანგ ჩიდრაშვილი არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენია – ქართველი სამბისტი რადიო JAKO FM-ის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ ცერემონიაზე გამოარჩიეს.

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგჯუში გამართულ სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, საიან ხერტეკს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა, რაც გამორჩეული შედეგია.

არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ათი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი შეარჩიეს. გამორჩეული ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა.

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას დაესწრნენ: მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები.

JAKO FM საქართველოში პირველი და ერთადერთი რადიოა, რომელიც 14 წელია ერთგულად ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციას და 2006 წლის 15 იანვრიდან მაუწყებლობს.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ : შოთა თოფურია (ფუტსალი), ლუკა ბრეგვაძე (MMA), ზურა თავბერიძე (მკლავჭიდი), დავით გულისაშვილი (უშუ), ონისე ბუღაძე (ქართული ჭიდაობა), გიორგი კვესელაძე (რაგბი), კოტე ჯანაშია (უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია), ლუკა შონია (კიკბოქსინგი), მერი არაბიძე (ჭადრაკი)