სალვადორში ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოცხადება სურთ. შესაბამისი განცხადება სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ გააკეთა.
თუ მისი გეგმა განხორციელდება, მაშინ სალვადორი გახდება პირველი ქვეყნა მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტას ასეთი სტატუსი მიანიჭა.
სალვადორს ამჟამად ეროვნული ვალუტა არ აქვს და გადახდებისთვის ამერიკულ დოლარს იყენებს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, ბიტკოინის ვალუტად აღიარება მოქალაქეებს საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ინიციატივა ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და დაეხმარება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას, სალვადორის 70%-ს ამჟამად არ აქვს საბანკო ანგარში და „ჩრდილოვან ეკონომიკაში მუშაობენ“, – განაცხადა ბუკელემ.
სალვადორის პრეზიდენტის თქმით, ბიტკოინის ვალუტად აღიარების კანონპროექტს ის მომდევნო კვირში გადაუგზავნის პარლამენტს.