სალვადორში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
სალვადორში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

სალვადორში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, 25-მა კი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სან-სალვადორიდან 55 კილომეტრში მოხდა.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.