საკონსტიტუციო სასამართლო ქალისა და მამაკაცის დეკრეტული შვებულების თანაბარ პირობებზე მსჯელობს
საკონსტიტუციო სასამართლო ქალისა და მამაკაცის დეკრეტული შვებულების თანაბარ პირობებზე მსჯელობს

უნდა სარგებლობდნენ თუ არა მამაკაცები დეკრეტული შვებულების აღებისას ქალების თანაბარი უფლებებით, – ამ საკითხზე დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მსჯელობს. შესაბამისი სარჩელი პარლამენტისა და ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მოქალაქეებმა ლაშა ჩალაძემ, გივი კაპანაძემ და მარიკა თოდუამ შეიტანეს.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც ადგენს დასაქმებულისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულების მიცემის წესს, ანაზღაურებადი შვებულების ოდენობასა და შვებულების ანაზღაურების პროცედურას.  მოქმედი ნორმით, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გამოყენება მამაკაცებს  ქალებთან შედარებით, შეზღუდული დროით შეუძლიათ.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მამაკაცები მოკლებულნი არიან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და ამგვარი შვებულების ანაზღაურების მიღების თანასწორ შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, შრომის, ქორწინებისა და ოჯახის კეთილდღეობის უფლებებს.

დღეს საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს