„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - პარაპლანით ოცზე მეტმა შშმ პირმა იფრინა (ფოტოამბავი)
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - პარაპლანით ოცზე მეტმა შშმ პირმა იფრინა (ფოტოამბავი)

„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საზოგადოებაში თანაბარი უფლებების დამკვიდრების აქტიურ კამპანიას ითვალისწინებს.

პროექტი ახალგაზრდული მედიაკავშირისა და კომპანია „სოკარის“ ორგანიზებით, მესამე წელია იმართება.

ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2006 წლის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციაა.

პარაპლანით ჯამში 20-ზე მეტმა შშმ პირმა იფრინა.