გურჯაანში დაკარგული 89 წლის მამაკაცი ტყეში იპოვეს
გურჯაანში დაკარგული 89 წლის მამაკაცი ტყეში იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მცხოვრები 89 წლის მამაკაცი მაშველებმა ტყეში იპოვეს.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი უკვე სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. მათივე ცნობით, მოხუცს ტყეში გზა აებნა და სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

გურამ საგინაშვილი სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.