სახელმწიფოს 200-ლარიანი დახმარება 106 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კი 249 000-მდე პირს დაერიცხა
სახელმწიფოს 200-ლარიანი დახმარება 106 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება კი 249 000-მდე პირს დაერიცხა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება 161 905 ბენეფიციარმა მიიღო. სულ დაირიცხა 106 288 400 ლარი.

200-ლარიან სახელმწიფო დახმარებას იღებს ის პირი, რომელიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან ერთი თვე მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ შემოსავლების სამსახურში 2020 წლის პირველ მაისამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა/ ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან, ან დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს.

პროგრამა ექვსთვიანია, მაისში დაიწყო და ოქტომბერში სრულდება.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით:
1. მაისში – 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
2. ივნისში – 143 801 პირს გადაერიცხა – 28 760 200 ლარი;
3. ივლისში – 127 430 პირს გადაერიცხა – 25 486 000 ლარი;
4. აგვისტოში – 96 765 პირს გადაერიცხა – 19 353 000 ლარი;
5. სექტემბერში – 91 315 პირს გადაერიცხა – 18 263 000 ლარი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ბოლო მონაცემებით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება სულ 248 823 პირს დაერიცხა, საერთო ჯამში – 74 646 800 ლარი. ამ შემთხვევაში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ასევე იმ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას.

სააგენტოს ინფორმაციით:

1. მაისში – 29981 პირს გადაერიცხა 8 994 300 ლარი;
2. ივნისში – 74 558 პირს გადაირიცხა – 22 367 400 ლარი;
3. ივლისში – 58831 პირს გადაერიცხა – 17 649 200 ლარი;
4. აგვისტოში – 84 915 პირს გადაერიცხა – 25 474 500 ლარი;
5. ოქტომბერში – 538 პირს გადაერიცხა – 161 400 ლარი.

დატოვე კომენტარი