დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო - დაქირავებით დასაქმებულთათვის აგვისტოს თვის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო - დაქირავებით დასაქმებულთათვის აგვისტოს თვის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა

მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური დასრულდა. ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„დღეისათვის, აგვისტოს თვის 200-ლარიანი საკომპენსაციო თანხა დაერიცხა 6 979 პირს, 1 395 800 ლარის ოდენობით. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის – 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს – 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივნისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით. ივლისში კომპენსაცია ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ.

ცნობისთვის დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათ კომპანიებში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის 6 თვიანი ვადა აგვისტოს თვეში სრულად ამოიწურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.