200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, ამ დროისთვის 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა
200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, ამ დროისთვის 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა

დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით, 161 289 განაცხადია დარეგისტრირებული.

აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (პირველი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.

„უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც დაქირავებულმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში არ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას იყენებს წინა განაცხად(ებ)ს“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.