სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ პედაგოგის გამოკითხვა დასრულდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ პედაგოგის გამოკითხვა დასრულდა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „მწვანე სკოლის“ ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლის, ელისო ნიჟარაძის გამოკითხვა დასრულდა.

ელისო ნიჟარაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. როგორც პედაგოგმა განაცხადა, ის გარდაცვლილ მოზარდს არ იცნობდა.

„აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა ამ მოსწავლეს. გავეცი პასუხი, რომ არ ვიცნობდი, რადგან ის არ იყო ჩემი მოსწავლე. სკოლაში არის რამდენიმე სექტორი, ლუკა სწავლობდა საჯარო სექტორზე, მე გახლავართ კერძო სექტორის მასწავლებელი. შესაბამისად, მასთან არ მქონია შეხება, არც კი ვიცნობდი. დამიბარეს როგორც სკოლის მასწავლებელი. მკითხეს, რა ვნახე დილით რომ მივედი სკოლაში, რომელ საათზე გამოვცხადდი სამსახურში, ვინ არის დაცვის სამსახურის უფროსი. ჩემამდე გამოიკითხა დირექტორის მოადგილე, ასევე – დაცვის თანამშრომელი“, – განაცხადა ელისო ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დღეს სკოლაში პირველი დამლაგებელი მივიდა და სწორედ მან ნახა კედლებზე წარწერები.