კარლ ჰარცელი - ფუნდამენტური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლსა და ბალანსს, საჭიროებს მაქსიმალური სიფრთხილით მოპყრობას, რაც გასული წლის ბოლოს ვერ ვიხილეთ
კარლ ჰარცელი - ფუნდამენტური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლსა და ბალანსს, საჭიროებს მაქსიმალური სიფრთხილით მოპყრობას, რაც გასული წლის ბოლოს ვერ ვიხილეთ

მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლსა და ბალანსს, საჭიროებს მაქსიმალური სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას, რაც გასული წლის ბოლოს ვერ ვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ფუნდამენტურია, რომ ასეთმა ინსტიტუტმა სათანადოდ იფუნქციონიროს.

„რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, თქვენ უკვე მოისმინეთ ევროკავშირის ძალიან მკაფიო პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლსა და ბალანსს, საჭიროებს მაქსიმალური სიფრთხილითა და გამჭვირვალობით მოპყრობას, რაც გასული წლის ბოლოს ვერ ვიხილეთ და რაც შემაშფოთებელია, ვინაიდან ფუნდამენტურია, რომ ასეთმა ინსტიტუტმა სათანადოდ იფუნქციონიროს.

ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო წლების განმავლობაში. ეს აშფოთებს არა მხოლოდ ევროკავშირს, მსგავსი შეშფოთებები გამოთქვეს აშშ-მა, გაერო-მ და ევროპის საბჭომ. დღეს მოგვიანებით შეფასება იქნება ეუთო/ოდირიდან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტიდან, როდესაც საუბარია ევროპული წესების დაცვაზე. ველი მათი შედეგების გაცნობას, მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ , ჯერჯერობით არ მინახავს ის“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.