სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრების მონაწილე გ.მ.-ს დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დღევანდელი შეკრების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ.მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე.
აღნიშნულის შესახებ საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება 2021 წლის 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეკრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ.მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.