შპს „ჯიარ ქონების მართვა“, რომლის მფლობელი „საქართველოს რკინიგზაა“, ელექტრონულ აუქციონზე ძველ ვაგონებს ყიდის.
თუ გაუმართავ ტექნიკას მყიდველი გამოუჩნდება, სახელმწიფო კომპანია მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს.
44 სატვირთო ვაგონის საწყისი ფასი 432 962 ლარი, 31 ცალი სხვადასხვა ტიპის ელექტრომატარებლის ვაგონის კი – 578 245 ლარი.
ვაგონები კუმისში, ხაშურში, რუსთავში, სამტრედიასა და ქუთაისშია. აუქციონზე გამოტანილი ყველაზე ძველი ვაგონი 1957 წელს არის გამოშვებული, ყველაზე ახალი კი – 1992 წელს.
აუქციონში გამარჯვებულმა ადგილიდან ქონება სამი თვის ვადაში უნდა გაიტანოს.