სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

ვიდეო სახელმწიფო დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ და მაიკ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.