აშშ-ში ვიზიტის დროს დევიდ ქემერონი დონალდ ტრამპს შეხვდა

14:37, 09.04.2024

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ქემერონი აშშ-ში ვიზიტის დროს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაიმართა. დევიდ ქემერონმა ყოფილ პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ვაშინგტონში ენტონი ბლინკენთან დაგეგმილ შეხვედრამდე გამართა.

როგორც დონალდ ტრამპის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი არჩევნები, ბრექსიტთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერების საჭიროება.

ქემერონისა და ტრამპის შეხვედრის კომენტირებისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოპოზიციის კანდიდატებთან მინისტრების შეხვედრები არის სტანდარტული პრაქტიკა.

მსგავსი