დევიდ ქემერონი აშშ-ში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპს შეხვდება
დევიდ ქემერონი აშშ-ში ვიზიტის დროს დონალდ ტრამპს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი აშშ-ში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ქემერონს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ქემერონი ბლინკენთან შეხვედრამდე შეხვდება. ტრამპთან შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა თემებზე ისაუბრებენ ქემერონი და ტრამპი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ასევე, სიტყვით გამოვა კონგრესში, სადაც უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.