ქრისტეშობის დღესასწაული საზეიმოდ აღნიშნეს სახარების რწმენის ეკლესიაში.
ღვთისმსახურების დროს შესრულდა სიმღერები და ქადაგება წმინდა წერილიდან. სადღესასწაულო ლიტურგია საშობაო საგალობლების თანხლებით გაიმართა. რელიგიურ კონფესიას 50-იანელებადაც მოიხსენიებენ, რადგან ეკლესიის დაარსება სულთმოფენობის დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
რელიგიური გაერთიანება საქართველოში 1914 წლიდან იღებს სათავეს და ამ კონფესიას ქვეყანაში 100-ამდე ეკლესია და 15 000-ამდე მრევლი ჰყავს.