კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლო ედირნეკაპის წმიდა გიორგის ტაძარში ქრისტეშობის დღესასწაულს ხვალ საზეიმო ლიტურგიით აღნიშნავს

20:34, 24.12.2021

კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლო ქრისტეშობის დღესასწაულს ხვალ საზეიმო ლიტურგიით აღნიშნავს.

სტამბოლში, ედირნეკაპის წმიდა გიორგის სახელობის ქართულ სამრევლო ტაძარში წირვას სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ილია (ჯინჯოლავა) ჩაატარებს.

მრევლისა და განსაკუთრებით პატარებისთვის მომზადდა საჩუქრები, რომლებსაც წირვის დასრულების შემდეგ დაურიგებენ.

მსგავსი