საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო
საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო.
პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალის თანახმად, განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა.
ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან – შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა.