„რუსთავი 2“-ის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
„რუსთავი 2“-ის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„რუსთავი 2“-ის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება კომპანიის 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„გუშინ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა ვირუსი. ამ ინფორმაციის შეტყობიდან რამდენიმე წუთში ამის თაობაზე საზოგადოებას და მედიას ვაცნობეთ. ეს მოხდა 17:00 საათზე და ზუსტად ერთ საათში ჩვენთან მობილიზებული იყო რამდნეიმე ბრიგადა კერძო ლაბორატორია „ნეოლაბიდან“, რომლის დახმარებითაც, ძალიან მოლე დროში ჩვენი კომანიის 400-მდე თანამშრომელს ჩავუტარეთ ტესტირება.

სულ რამდნეიმე წუთის წინ მოვიდა პასუხები და საბედნიეროდ, ყველა ტესტის პასუხი არის უაყოფითი. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამორიცულია, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, კიდევ რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანების ტესტირება, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. ეს არის ვიწრო წრე, თუმცა ეს არ გვაძლევს ამ ეტაპზე მოდუნების საშუალებას. ძალიან გავამკაცრებთ პირობებს, თუნდაც იგივე სტუმრების მიღების, გადაცემების ჩაწერის და ა.შ. კუთხით; შევიმუშავებთ სპეციალურ პროტოკოლს, მაგრამ ამ ეტაპზე გვინდა, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ არც ერთი ტესტი არ დადასტურდა და ყველა პასუხი არის უარყოფითი. რეკომენდაციაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, ყოველ 48 საათში ერთხელ ჩაუტარდეთ ტესტირება“, – განაცხადა სალიამ.

ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა მკაცრი პროტოკოლის დაცვით გაგრძელდება. მისივე თქმით, ის თანამშრომლები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან უშუალო შეხება ჰქონდათ, მუშაობას იზოლაციაში განაგრძობენ, ამავდროულად 48 საათში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„ახლა იწყება უფრო რთული ეტაპი, ეს არის სიტუაციის მართვა. შესაბამისად, ამ მართვის პირობებში ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ზარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და დავგეგმავთ უმკაცრეს საოპერაციო პროტოკოლს, ყველა ნიუანსს, რათა საინკუბაციო პერიოდში არ მოხდეს დაინფიცირების ახალი შემთხვევები. ამიტომ უმკაცრეს რეჟიმზე გადადის სწორედ ის ჯგუფი, ვისაც კონტატქი ჰქონდა ინფიცირებულთან. მთლიანად ტელევიზიაში საოპერაციო მოდელი შეიცვლება, ყველა დეტალი გეგმის თანახმად გადამოწმდება და მაქსიმუმ ერთ საათში ჩაეშვება ცვლილებები სხვადასხვა გუნდთან მიმართებით, ვიდრე დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრი არ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადავიდეთ მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე. ის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში არ იყო ინფიცირებულთან, გამკაცრებული პროტოკოლის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას, ხოლო ვინც პირდაპირ კონტატქში იყო, იქნებიან საკარანტინო პირობებში, მათ შესაბამის სამუშაო პირობებს შევუქმნით, 48 საათიანი შემოწმების პარალელურად“, – განაცხადა იმნაიშვილმა.