საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების ახალი მოდელი 2018 წლიდან ამოქმედდება
სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონფერენცია გამართეს. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების ახალი მოდელი 2018 წლიდან ამოქმედდება.
თავდაპირველად საპილოტე რეფორმა ოთხ სამინისტროში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინერგება.
ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ ახალი მოდელის შემოღების შედეგად, საჯარო მოხელის საქმიანობა შეფასდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, მიენიჭებათ კლასი, რაც პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ნათია ნაცვლიშვილის თქმით, ცვლილებები საჯარო სამსახურში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებაში.
„რეფორმის მიზანია საჯარო უწყებების კარგი განვითარების პროგრამა და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ ამ ინიციატივას, ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ნათია ნაცვლიშვილი.
რეფორმა გაერო-ს განვითარების პროგრამის ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.