თურქეთის პრემიერ-მინისტრი - 2018 წელს თურქეთში 110 000 საჯარო მოხელეს დაიქირავებენ
თურქეთის პრემიერ-მინისტრი - 2018 წელს თურქეთში 110 000 საჯარო მოხელეს დაიქირავებენ

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის თქმით, 2018 წელს თურქეთში 110 000 საჯარო მოხელეს დაიქირავებენ. მათ შორის მასწავლებლებს, სამედიცინო და რელიგიურ პერსონალს. უფრო კონკრეტულად კი, ილდირიმის თქმით, დასაქმდება 36 000 ექიმი და 20 000 მასწავლებელი.

მანამდე კი, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული 2700 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც თურქეთის მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დატოვება მოუწია 637 ადამიანს. მათ შორის იყო 155 სამხედრო სახმელეთო ჯარში, 155 საზღვაო ძალებში და 327 სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა. სამსახურიდან გაუშვეს ასევე ათობით პოლიციელი და ჟანდარმი.

განკარგულების მიხედვით, დახურეს 17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და 17 ფონდი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის ივლისში მოხდა. მას შემდეგ თურქეთში ხელისუფლებამ სახელმწიფო სამსახურებში მასობრივი საკადრო წმენდა რამდენჯერმე განახორციელა.