თურქეთში 2700 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
თურქეთში 2700 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული 2700 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც თურქეთის მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დატოვება მოუწია 637 ადამიანს. მათ შორის იყო 155 სამხედრო სახმელეთო ჯარში, 155 საზღვაო ძალებში და 327 სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა. სამსახურიდან გაუშვეს ასევე ათობით პოლიციელი და ჟანდარმი.

განკარგულების მიხედვით, დახურეს 17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და 17 ფონდი.

შეგახსნებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის ივლისში მოხდა. მას შემდეგ თურქეთში ხელისუფლებამ სახელმწიფო სამსახურებში მასობრივი საკადრო წმენდა რამდენჯერმე განახორციელა.