ეკატერინე ქარდავა - შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვის შედეგად, საჯარო მოხელეები მიიღებენ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
ეკატერინე ქარდავა - შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვის შედეგად, საჯარო მოხელეები მიიღებენ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვისა და განვითარების თემაზე შეხვედრას მართავენ.

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, ეკატერინე ქარდავას განცხადებით, პროფესიული საქმიანობის შეფასების ეფექტიანი სისტემის დანერგვის შედეგად, საჯარო მოხელეები მიიღებენ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. მისივე თქმით, ცვლილებები, საჯარო სამსახურის კანონის ამოქმედებამ გამოიწვია.

„2017 წლის 1-ელ ივლისს ამოქმედდა ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა სამართლებრივი ურთიერთობები მოხელესა და საჯარო სამსახურს შირის. აღნიშნული სიახლეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სიახლეა მოხელის შეფასების ინსტიტუტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. შეფასების სისტემა ინერგება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. შეფასება ნიშნავს იმ პროცესს, რომლის შესაბამისადაც მოწმდება მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგიანობა ორგანიზაციული მიზნებისთვის. დღეს იქნება განმარტებული სხვადასხვა მეთოდოლოგია, მოხელის შეფასებისას რომ ის იყოს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ექსპერტები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ვერსიებს. ასევე, საპილოტო სამინისტროებში მოხდა სხვადასხვა მეთოდის დანერგვა და სწორედ ამ შედეგებზე იქნება საუბარი“, – განაცხადა ეკა ქარდავამ.

საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს დაიწყო და 2020 წელამდე გაგრძელდება.