საიმონ მაკდონალდი - ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა იქნება გამოწვევა არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა იქნება გამოწვევა არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას გააკეთა.
საიმონ მაკდონალდის თქმით, ბრექსითის თანმდევ გამოწვევებთან შეგუება და ახალ გარემოსთან მორგება ორივე მხარეს მოუწევს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორი იყო.
„ბევრი მიმართულებით გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი მთავრი მოთამაშე და კონტრიბუტორია. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს მოუწევს შეგუება ახალ გარემოსთან. გადაწყვეტილება, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო, იყო მხოლოდ მის შესახებ და გარშემო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე არგუმენტები გვაქვს ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა საიმონ მაკდონალდსმა პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, ეს სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შეფერხებად ვერ და არ უნდა იქცეს.
„ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ევროკავშირს და პატივს ვცემთ სხვა ქვეყნების არჩევანს ევროკავშირის სასარგებლოდ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ლონდონში მართვას დასავლეთ ბალკანეთის ლიდერთა სამიტს. ექვსივე ამ ქვეყანას, ისევე როგორც საქართველოს, სურს ევროპული გაერთიანების მომავალი. ამიტომ ფაქტი, რომ ჩვენ ევროკავშირს ვტოვებთ, არ ნიშნავს რიმას, რომ გაერთიანებული სამეფო ანადგურებს ან კვეთს სხვა ქვეყნების ამბიციებს, ჰქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობები ევროკავშირთან“,- განაცხადა საიმონ მაკდონალდმა.