დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსითის“ შეთანხმება არ დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსითის“ შეთანხმება არ დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსითის“ შეთანხმება არ დაამტკიცა. ევროკავშირთან ტერეზა მეის მიერ შეთანხმებულ დოკუმენტს გაერთიანებული სამეფოს 391-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა. მის სასარგებლოდ ხმა თემთა პალატის 242 კანონმდებელმა მისცა.

13 მარტს პრემიერ-მინისტრი კენჭისყრაზე ახალ საკითხს დააყენებს. დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ, დატოვებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე. თუ კანონმდებლები აღნიშნულ ინიციატივასაც მხარს არ დაუჭერენ, 14 მარტს მათ „ბრექსითის“ თარიღის შეცვლის საკითხზე მსჯელობა მოუწევთ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა „ბრექსითის“ თარიღის შეცვლაზე უკვე ბრიუსელშიც საუბრობენ.