საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ალჟირის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცა.
მსოფლიოს ყველაზე ცხელი უდაბნო ახლა ნაწილობრივ თოვლის საფარითაა დაფარული და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თოვლის სახით ნალექი საჰარაში 1979 წლის შემდეგ პირველად 2016 წელს იხილეს. მას შემდეგ ატმოსფერული მოვლენა არცთუ ისე იშვიათი ფენომენი გახდა ატლასის მთებით გარშემორტყმული უდაბნოსთვის.