საგარეო საქმეთა სამინისტრო აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ უბედურ შემთხვევას შეეწირა მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე. ვუმსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. თანადგომას ვუცხადებთ დაშავებულებს და ვუსურვებთ დროულ გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.