სოფელ მანავში ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვლა, დაშავებული ხუთი მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.