საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:46, 10.06.2018

სოფელ მანავში ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვლა, დაშავებული ხუთი მგზავრი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი