საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს სკოლის შვიდი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს სკოლის შვიდი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს სკოლის მოსწავლეები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მე-6 კლასის შვიდმა მოსწავლემ ლიმონათი და ქადა სკოლასთან რამდენიმე მეტრში მდებარე მაღაზიაში შეიძინა. საკვების მიღებიდან ცოტახანში თავი შეუძლოდ იგრძნეს, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

11 წლის მოსწავლეები პირღებინებისა და სისუსტის ჩივილით საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მოზარდებს დეინტოქსიკაციისთვის საჭირო პროცედურები ჩაუტარეს და რამდენიმესაათიანი მონიტორინგის შემდეგ ყველა მათგანი ბინაზე გაწერეს.