ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში საქართველოს მასშტაბით კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, თბილისში დაფიქსირდა 12 შემთხვევა, მათგან ჰოსპიტალიზებულია სამი პაციენტი.

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზებულია 12 პაციენტი.

ამასთან, ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან თბილისში 97, რომელთაგან ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზებულია 40 პაციენტი.