საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ძირითადად გლდანის რაიონში ახორციელებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურში გამოძახებები ძირითადად სარდაფებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის შესახებ არის შესული და მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ძირითადად გლდანის რაიონში ახორციელებენ.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.